კაკურიუს პირველი მარცხი! - იოკოძუნების ბალანსი ერთნაირია! (+ვიდეო)

იოკოძუნების ორთაბრძოლები ერთ  ლინკზე

ნაგოია ბაშოს მეცამეტე დღემ ისედაც დაძაბული ტურნირი უფრო საინტერესო გახადა. იოკოძუნა კაკურიუ, რომელიც ჩემპიონობისკენ დაუმარცხებლად მიიწევდა, მეშვიდე მაეგაშირა ტომოკაძესთან დამარცხდა. ტომოკაძე არათუ იოკოძუნას, აქამდე სანიაკუს (სუმოს ელიტური ჯგუფი: კომოსუბი, სეკივაკე, ოძეკი და იოკოძუნა) არცერთ  წევრს არ შეხვედროდა. 

 

 

თეთრმა ფენიქსმა ისარგებლა წეროდრაკონის წაფორხილებით, მიოგირიუს თავი იღლიაში ამოიდო და დოჰიოს დაანარცხა. 

 

 

ნაგოია ბაშოს მეთოთხმეტე დღეს, ჰაკუჰო კოტოშოგიკუს, კაკურიუ კი მიტაკეუმის დაუპირისპირდება. იოკოძუნებს ამჟამად ერთნაირი ბალანსი 12:1-ზე აქვთ და ტურნირს ლიდერობენ. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.