ჯეიმს ჰარდენმა დინამოს აქციები იყიდა 

ჰიუსტონის ლიდერი საფეხბურთო კლუბის აქციონერი გახდა 

ჰიუსტონ როკეტსი დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონობას დიდი ხანია უახლოვდება, თუმცა ბოლო ჯერზე გოლდენ სტეიტის წინაღობის გადალახვას ვერ ახერხებს ხოლმე. როგორც გუნდის ლიდერი ჯეიმს ჰარდენი ამბობს, ეს მომენტი ძალიან მალე დადგება და რაკეტები NBA-ს ტიტულსაც დაეუფლებიან, მაგრამ მანამდე, "ბაბუაწვერა" ამ ქალაქის გახარებას ფეხბურთის მეშვეობით შეეცდება. 


29 წლის კალათბურთელი MLS-ში მოთამაშე კლუბის ჰიუსტონ დინამოს აქციათა მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. 


"ეს ჩემი ქალაქია და მინდა აქ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე. ვიცი, რომ მე საკალათბურთო ჩემპიონატის მოგება მჭირდება და ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს ძალიან, ძალიან მალე მოხდება. 


სამუდამოდ აქაურობის ნაწილი ვიქნები და მინდა, რომ ჩემი მადლიერება ჰიუსტონის მიმართ ასეთი ფორმით გამოვხატო",-თქვა ჯეიმს ჰარდენმა

 


წინა სეზონში, ჰარდენი და ბიჭები დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ვიცე-ჩემპიონ გოლდენ სტეიტთან წააგეს.


მომავალი სეზონიდან რაკეტებს ჩემპიონობის კიდევ უფრო დიდი შანსი ექნებათ, მათ ოკლაჰომადან რასელ ვესტბრუკი დაიმატეს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.