ჩიხურა – პირიქით, ჯერ შინ

საჩხერის ჩიხურა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს თბილისში, დინამო არენაზე გამართავს. როგორც იცით, მეტოქე შოტლანდიის აბერდინი იქნება.

წესით, წილისყრის შედეგად,ჩიხურას პირველი შეხვედრა სტუმრად უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ საქმე ისაა, რომ თბილისის დინამოც გავიდა მეორე ეტაპზე და ერთ დღეს ერთ სტადიონზე თამაში ვერ გამოვა... ასე რომ, პირველი მატჩი 25 ივლისს დინამო არენაზე იქნება, საპასუხო კი – აბერდინის 20 000–იან პიტოდრაიზე. 

 

აბერდინი შოტლანდიის პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა. მესამეზე გასულ კილმარნოკს ბურთების შეფარდებით ჩამორჩა. გუნდის ბომბარდირია ინგლისელი კოსგროუვი – 16 გოლი სეზონში.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.