სოკ-ის დროებითი აღიარება

IOC-ის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა და პირობა ის არის, რომ ესა თუ ის სპორტი ოფიციალურად ვითარდებოდეს 

ტოკიოში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, IOC-ის სპორტის დეპარტამენტის რეკომენდაციით სამბო, კიკბოქსინგი და ლაკროსი სამი წლის ვადით დროებითი სტატუსით აღიარეს. შესაბამისი სპორტის სახეობების წარმომადგენლები IOC-ის გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ სახეობებისთვის ეს არის ოლიმპიურ პროგრამაში მოსახვედრად წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 
 

 

დროებითის სტატუსით სარგებლობა სამივე სპორტის მმართველ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს IOC-ისგან დაფინანსება მიიღოს. ამასთან, ეძლევათ საშუალება განვითარების პროგრამებისთვის გრანტებზე გააკეთონ განაცხადი. 

 

IOC-ის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა და პირობა ის არის, რომ ესა თუ ის სპორტი ოფიციალურად ვითარდებოდეს მინიმუმ სამ კონტინენტზე. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოჰყვება IOC-ის დროებითი აღიარება, შემდეგ- მუდმივი აღიარება და ბოლოს ოლიმპიურ პროგრამაში მოხვედრაც შესაძლებელი ხდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.