გიორგი დევდარიანი ტორპედოს დაშორდა

გიორგი დევდარიანი ქუთაისის ტორპედოს აკადემიაში აღარ მუშაობს.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში იყო ტორპედოს აკადემიის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი, მაგრამ კლუბში სიტუაცია აირია და წამყვანი ფეხბურთელებისგან დაიცალა. ფინანსები...

 

46 წლის დევდარიანი საქართველოში ერთ–ერთი გამორჩეული სპეციალისტია. გუშინ ტორპედო–ორდაბასის თამაშზე შეგვხვდა და გვითხრა – რაღაც მაინც გამიკეთებია, ჩემი აღზრდილი ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ და მგონი, ცუდი მწვრთნელი არ ვარო.   

 

ფოტო გვაჩვენა, ვატო არველაძეს აქვს განთავსებული და აწერია: "ცქიფოს სკოლა". ეროვნულ ნაკრებში ერთად არიან ლაშა პარუნაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, არველაძე, ოთარ კიტეიშვილი, დავით ხოჭოლავა.

  

 

დევდარიანს კარგი შედეგები ჰქონდა ჯერ კიდევ თბილისის თბილისში, მერე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, გორის დილაში და ბოლოს ლოკომოტივშიც.