რუსეთმა მატჩი გააუქმა - სარაგბო დაპირისპირება არ შედგება!

საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება გაუქმდა 

 

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის აგვისტოში გასამართი ამხანაგური მატჩი ჩაიშალა. გადაწყვეტილება რუსეთის რაგბის ფედერაციამ მიიღო, მიზეზად კი საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა დაასახელა.


"რუსეთის რაგბის ფედერაცია თვალყურს ადევნებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კერძოდ კი თბილისში მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროდ, რადიკალურად განწყობილი ადამიანების მოქმედებებმა საქართველოში ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენეს.


რუსეთის რაგბის ფედერაცია პატივს სცემს საქართველოს რაგბის კავშირს. მივიჩნევთ, რომ ჩვენი თამაშის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემა, რომელიც კულტურული, გეოგრაფიული, პოლიტიკური და რელიგიური ფასეულობების მიღმა რჩება",-წერია რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში.


საქართველო-რუსეთის ამხანაგური დაპირისპირება 27 აგვისტოს, თბილისში უნდა ჩატარებულიყო. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.