ხუან კარლოს ფერეროს ფავორიტები

ATP-ს რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, ხუან კარლოს ფერერო უიმბლდონის ლეგენდარულ ფინალებზე საუბრობს.

ATP-ს რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, ხუან კარლოს ფერერო უიმბლდონის ლეგენდარულ ფინალებზე საუბრობს.

ესპანელის აზრით, საუკეთესო არის  2008-ში ჩატარებული ფინალი რაფაელ ნადალს და როჯერ ფედერერს შორის. ის ეპიკური, ხუთსეტიანი შეხვედრა ნადალმა მოიგო და ძალიან მალე ესპანელი პირველი ნომერი გახდა.

მეორე ადგილი. წლევანდელი უიმბლდონის ფინალი, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერერთან ორი მატჩ-პოინტი გადაარჩინა და მოიგო. ეს იყო ნოვაკისთვის მე-16 მოგებული მეიჯორი.

ფერერო იხსენებს 2009 წლის ფინალსაც. ფედერერიVS ენდი როდიკი. იმ მატჩში როჯერმა მხოლოდ მეხუთე სეტის ბოლოს დააბრეიქა ამერიკელი და არარეალური თამაში 5:7, 7:6, 7:6, 3:6, 16:14 წამოიღო.

ხუან კარლოს ფერეროს ერთეულებში 16 ტურნირი აქვს მოგებული. მათ შორის, 2003 წლის როლან გარო. 2033 წლის 8 სექტემბერს ესპანელი რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. ფერერომ საქმე იცის.