ბალიშების ცვენა დოჰიოზე! - ჰაკუჰო დამარცხებულია! (+ვიდეო)

ჰაკუჰო თუ კაკურიუ?

ნაგოია ბაშოს მეთოთხმეტე დღეს, იოკოძუნა კაკურიუს სეკივაკე მიტაკეუმი შეხვდა. ამ ბრძოლაში გამორიცხული არაფერი იყო, უმცროსი ჩემპიონისგან მეტს ველოდით, თუმცა წეროდრაკონს გამარჯვება არ გასჭირვებია. სამაგიეროდ, მეორე დიდი ჩემპიონი, ჰაკუჰო მეხუთე მაეგაშირა კოტოშოგიკუმ დაამარცხა... იაპონელი ექს-ოძეკი თეთრი ფენიქსის დამარცხებას მის საუკეთესო წლებშიც ძირითადად ვერ ახერხებდა, თუმცა დღეს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...

 

 

 

ამჟამად კაკურიუს ბალანსი 13:1-ზე აქვს, ჰაკუჰოს კი 12:2-ზე. ხვალ ბაშოს ბოლო დღეა, სადაც  იოკოძუნები ერთმანეთს შეხვდებიან. წეროდრაკონის გამარჯვების შემთხვევაში, იმპერატორის თასი სწორედ მას გადაეცა, მაგრამ თუ დამარცხდა, კიდევ ერთი - საჩემპიონო ორთაბრძოლა გველოდება.

 

სუმოს სამყაროში კულმინაცია პიკს აღწევს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.