ბასილაშვილის გზა ჰამბურგში

ორშაბათს ჰამბურგში დაიწყება ATP-ს 500 კატეგორიის ტურნირი, რომლის მოქმედი ჩემპიონი არის ნიკა ბასილაშვილი.

ორშაბათს ჰამბურგში დაიწყება ATP-ს 500 კატეგორიის ტურნირი, რომლის მოქმედი ჩემპიონი არის ნიკა ბასილაშვილი.

27 წლის ნიკა კარიერაში საუკეთესო, მე-16 ადგილზეა, მაგრამ ჰამბურგში 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

ტიტულის შენარჩუნებას ბასილაშვილი კვალიფიკანტით იწყებს. მოგების შემთხვევაში, ნიკა მეორე წრეში სალვადორე კარუზოს და ხუან იგნასიო ლონდეროს შორის უკეთესს დაელაპარაკება. ნიკას ბადის ნაწილში ასევე არიან ბენუა პერი და ლასლო ჯერე. სამი მატჩის მოგების შემთხვევაში ნიკა შეიძლება, ალექსანდრ ზვერევზე გავიდეს. უბრალოდ, გერმანელმა ჯერ ნიკოლას ჯარის უნდა მოუგოს. ჩილელი საკმაოდ კარგ ფორმაშია.

ტურნირის პირველი ნომერი არის ავსტრიელი დომინიკ ტიმი.        

ბასილაშვილის ამ სეზონში 15 მოგება და 16 წაგება აქვს.