კალათბურთელობიდან, UFC- ის ვარსკვლავობამდე

სამი მიზეზი, თუ რატომ დაეხმარა კალათბურთი მებრძოლს წარმატების მიღწევაში

იქამდე სანამ, ვოლტ ჰარისი UFC- ის მძიემეწონოსანი მებრძოლი გახდებოდა, იგი ჯეკსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც.

 

დარბაზში ვარჯიშმა და სხვადასხვა უნარების განვითარებამ, ჰარის რინგზე გამოსაყენებელი თვისებები აუმაღლა. დღესდღეობით, ის ლიგაში, ერთ-ერთი გამორჩეული მძიმეწონოსანი მებრძოლია. შაბათს ღამით, ის რუს ალექსეი ოლენიკს, სან ანტონიოში დაუპირსპირდება.

 

UFC- ის პრეზიდენტის, დანა ვაითის თქმით, კალათბურთში გამოვლენილი თვისებები, ჰარისის ლიგაში მიღების დიდი მიზეზია და კორტზე მიღებულმა უნარ- ჩვევებმა, ზედმეტსახელად 'დიდ ბილეთს'', UFC- ში წარმატებაში ხელი შეუწყო.

 

 სამი მიზეზი, თუ რატომ მოამზადა კალათბურთმა ჰარისი UFC- ისთვის.

 

1.ფეხების მუშაობა- ‘ მე ვფიქრობ ფეხების კომბინაცია,ჩემი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. მძიმეწონოსნებს ჩემნაირად მოძრაობა უჭირთ. ჩემი ხელები და ფეხები სინქრონში მოძრაობენ, ამ დროს კოორდინაციასაც ვინარჩუნებ, თან ეს ყველაფერი მაღალ ტემპში ხდება. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი ჩემი მთავარი კოზირია. კალათბურთში ეს ყველაფერი ავტომატურად ხდება, უკანა ნაბიჯი და სროლა, გვერდზე ხტომა და სროლა და სხვა მრავალი ილეთი რაც ჩემში გამჯდარია.’’- განაცხადა ვოლტ ჰარისმა.

 

2. გონების გახსნა- ‘ კალათბურთში შენ უნდა წაიკითხო და შემდეგ იმოქმედო. ხანდახან კალათბურთში შენ უნდა დაინახო თამაში სანამ ის გამოჩნდება და მე ვფიქრობ ეს ყველაფერი ბრძოლაშიც მეორდება, განსაკუთრებით შეტევის დროს უნდა შეარჩიო საუკეთესო მომენტი, შენ უნდა დაინახო მოწინააღმდეგის სისუსტე და როდესაც ის დაუშვებს შეცდომას და მოგცემს რაიმე შანს, მაშინვე შეტევა. ’’

 

3. ზონა- ‘ როდესაც კალათბურთს ვთამაშობდი, ჩემთვის ყველაზე დიდ პრობლემას ზონური თამაში წარმოადგენდა. ზონაში მოძრაობა ისე მეჩვენებოდა თითქოს უსაზღვრო ოკეანეში ვიმყოფებოდი, მაგრამ  იძულებული ვიყავი ეს შემესრულებინა. ამ ყველაფრის ფონზე, რინგზე გადაადგილება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, ისე როგორც ვიდეო თამაშში, ვხედავ მოწიინააღმდეგეს და საჭირეების შემთხვევაში ვუახლოვდები მას. ეს ყველაფერი მე უკეთესს მხდის.’’

 

ჰარისი და ოლენიკი, ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის მებრძოლები არიან. ჰარისის ძლიერი მხარე, ხელ-ფეხის კომბინაციური დარტყმებია, ხოლო ოლენიკი ახლო, კონტაქტური ბრძოლის ერთ-ერთი ოსტატია დივიზიონში. ეს სანახაობა მაყურებელმა არ უნდა გამოტოვოს!

 

ბრძოლა თბილისის დროით- 07:00- ზე დაიწყება.