მპაბემ რეალს პრემიერლიგა არჩია

ფრანგი ნისლიან ალბიონზე გადაბარგებას გეგმავს

კილიან მბაპეზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. არახალია, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის მას პსჟ-ს დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ფრანგ ვარსკვლავს არაერთი გრანდი ეპატიჟება, თუმცა ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

 

ცნობილი იყო, რომ 20 წლის შემტევს რეალში გადასვლა სურდა, თუმცა როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა. ბოლო ცნობებით კილიანის მიზანი მანჩესტერ სიტიში გადაბარგებაა. ახალგაზრდა მეგავარსკვლავს პეპ გვარდიოლასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და სწორედ ამიტომ სურს ქალაქელთა მაისურის მორგება.

 

მბაპე პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა. წინა სეზონში შემტევმა 43 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.