ანა ტატიშვილს საპრიზოები დაუბრუნეს

საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში დიდი ხნის უთამაშებელი ტატიშვილი ბერძენ მარია საკარის შეხვდა და 55 წუთში 0:6, 1:6 წააგო. 

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამერიკელ ანა ტატიშვილს წლევანდელ როლან გაროზე გამომუშავებული 46 000 ევრო დაუბრუნდება. ეს საქმე დახურულია.

საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში დიდი ხნის უთამაშებელი ტატიშვილი ბერძენ მარია საკარის შეხვდა და 55 წუთში 0:6, 1:6 წააგო. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ჩათვალა, რომ ტატიშვილი არასაკმარისად მონდომებული იყო და საკარის ღირსეული წინააღმდეგობა არ გაუწია.

ტატიშვილმა შეიტანა აპელაცია. სასამართლომ ანას მხარე დაიჭირა. 46 000 ევრო ამერიკელის საბანკო ანგარიშზე ორშაბათს დაჯდება. და ანა შემდეგი ტურნირებისთვის მზადებას ჯანმრთელი და ფინანსურად უზრუნველყოფილი დაიწყებს.

ანა ტატიშვილი: „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მამხნევებდა, ჩემს გვერდით იყო. უთამაშებლობის დროს მენატრებოდა კორტზე გასვლა და იმედი მაქვს, სეზონის ბოლომდე დავიწყებ მოგებას. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!“




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.