ჰაკუჰო Vs კაკურიუ - ჩემპიონი გამოვლენილია! (+ვიდეო)

ნაგოია 2019-ის გამარჯვებული გამოვლენილია

ნაგოია 2019-ის გამარჯვებული გამოვლენილია! ბოლო, მეთხუთმეტე დღეს ერთმანეთს იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ შეხვდნენ. შერკინების დაწყებამდე კაკურიუს ბალანსი 13:1-ზე ჰქონდა, ჰაკუჰოს კი 12:2-ზე. თუ ჰაკუჰო გაიმარჯვებდა, ჩემპიონის გამოსავლენად კიდევ ერთი ორთაბრძოლა დაინიშნებოდა, კაკურიუს გამარჯვების შემთხვევაში კი, იმპერატორის თასის მფლობელი სწორედ ის იქნებოდა.

 

საბოლოოდ, ბრძოლამ სანახაობრივად და საოცარ დინამიკაში ჩაიარა. თეთრმა ფენიქსმა ამჯერად თანამემამულეს დამარცხება ვერ მოახერხა და კაკურიუმ ჩემპიონობა მეექვსედ იზეიმა. 

 

შეგახსენებთ, წეროდრაკონის საპირწონედ, ჰაკუჰოს 42 იმპერატორის თასი აქვს მოპოვებული.