პსჟ-ს იუვენტუსის ფეხბურთელი სურს

ფრანგებმა ბიანკონერის ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პსჟ იუვენტუსიდან ბლაიზე მატუიდის დაბრუნებას შეეცდება. ცნობილია, რომ პარიზელებმა ბებერ ქალბატონს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს. ამ თემაზე იტალიელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

 

მატუიდი იუვენტუსში 2017 წლის ზაფხულში სწორედ პსჟ-დან გადავიდა. იგი გუნდს თავიდანვე კარგად შეეწყო და მალევე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელადაც იქცა. წინა სეზონში ფრანგმა საყრდენმა 42 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 3 გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.