ლივერპულმა ჩელსის სატრანსფერო ბაზარზეც აჯობა

ხმაურიანი ტრანსფერის მოლოდინში

არახალია, რომ კრისტიან პულიშიჩი საკმაოდ მოთხოვნადი მოთამაშეა. მისი გადაბირება პრემიერლიგის გრანდებს, ლივერპულსა და ჩელსის სურთ. ორივე მათგანი ამერიკელის შეძენას იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს.

 

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ გერმანული გუნდი მისი გაშვების წინააღმდეგი არაა. ახლახანს ითქვა, რომ თავად ფეხბურთელს ლივერპულში გადასვლა სურს. Sunday Evening-ის ცნობით, ამერიკელმა განაცხადა, რომ მისი სურვილი სწორედ მერსისაიდელებში თამაშია. შეგახსენებთ, რომ პულიშიჩის ღირებულება 89 მილიონ ევროს შეადგენს.

 

მიმდინარე სეზონში კრისტიანმა 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.