ჯეი ჯეის გარეშე

პუერტო რიკოსთვის ჯეი ჯეი ბარეა იგივეა, რაც თავის დროზე ესპანეთისთვის - ხუან კარლოს ნავარო. 

პუერტო რიკოსთვის ჯეი ჯეი ბარეა იგივეა, რაც თავის დროზე ესპანეთისთვის - ხუან კარლოს ნავარო. პატარა კაცი, რომელიც სისწრაფით, კლასით და გამოცდილებით ნაკრებს მაქსიმუმს აძლევს. ბარეა ყოველთვის გულით თამაშობს. გულით და თავით. იშვიათი მიქსი.

დალას მავერიქსის გამთამაშებელი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. მძიმე ტრავმის შემდეგ ბარეა სარეაბილიტაციო კურსს გადის და ვერ მოასწრებს სასურველ ფორმაში შესვლას. ამასთან ერთად, ბარეა აკეთებს მაქსიმუმს, რომ ნაკრებში საუკეთესოები ჩავიდნენ - ის საკმარისი ავტორიტეტით სარგებლობს.

პუერტო რიკოს ყოველთვის საინტერესო ნაკრები ჰყავს. საერთაშორისო არენაზე ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში? 2004 წლის ოლიმპიადაზე, ათენში, ამერიკასთან. დანკანის, ლებრონის, მარბერის და ენტონის ნაკრები პუერტო რიკომ 92:73 დაშალა.

ჩინეთში პუერტო რიკო რთულ ჯგუფში მოხვდა - ფილიპინებთან, იტალიასთან და სერბეთთან.