ადებაიორი ქართველ მწვრთნელთან?

გახსოვთ ემანუელ ადებაიორი? ისეთი მონსტრი ვეღარ არის, არსენალსა და მანჩესტერ სიტიში რომ იყო, მაგრამ თურქეთის ჩემპიონატში ბოლო ფიგურა ნამდვილად არაა. 

გასული სამი სეზონი ბასაკშეჰირში გაატარა, ეს გუნდი კი ბოლო დროს სულ ჩემპიონობისთის იბრძვის და ცოტა აკლდება. წლეულსაც მეორე ადგილზე გავიდა. 

 

ადებაიორი უკვე 35 წლისაა და შესაძლოა, აზიის კლუბში წავიდეს. ეს კლუბი კი ტაშკენტის ფახთაქორია, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის. შოთა ტოგოელ გრძელფეხება ფორვარდს ეპატიჟება. ტაშკენტელები მზად არიან, ფეხბურთელს წელიწადში 2,5 მილიონი ევრო გადაუხადონ. 

 

ვნახოთ, რა როგორ იქნება. შეგახსენებთ, არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.