რეკორდსმენები

ბარსელონას ახალი წევრი, ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე იქნება. 

ბარსელონას ახალი წევრი, ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე იქნება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მისი წლიური შემოსავალი 4.75 მილიონი ევრომდე ავა. მიროტიჩმა უარი თქვა NBA-სეზონში ორჯერ მეტ ანაზღაურებაზე და ევროპაში დაბრუნდა.

მეორე ადგილზეა რუსული ხიმკის და რუსეთის ნაკრების ვარსკვლავი ალექსეი შვედი. 4 მილიონი ევრო. სერიოზული კუში. შარშან შვედი პირველ ადგილზე იყო. მისი შემოსავალი 3.65 მილიონი გახლდათ.

მესამე ადგილი - მადრიდის რეალის ცენტრი უოლტერ ტავარეში. 3 მილიონი. ტავარეში წინა სეზონში ევროლიგის საუკეთესო დამცველი გახდა და რეალმა ბევრწლიანი კონტრაქტით შეინარჩუნა ბიჭი.

ფენერბახჩეს ახალი ვარსკვლავი ნანდო დე კოლო მეოთხეა. ცსკა-ში ფრანგის ანაზღაურება 2.45 მილიონი ევრო იყო. თურქეთში ის 2.6 მილიონს მიიღებს.

Top 5 პანათინაიკოსის ლიდერმა ნიკ კალატესმა დახურა - 2.55 მილიონი.

პირველ ათეულში არ არის ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს არც ერთი წარმომადგენელი. გუნდის ახალწვეული კოსტას კუფოსი წლიურად 1.9 მილიონს აიღებს და მე-12 ადგილზეა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.