ჩემპიონი!

ჩილელი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 64-ე ადგილზე იყო, ბაშტადის 250 კატეგორიის ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ნიკოლას ჯარიმ კარიერაში პირველი ფინალი მოიგო. ჩილელი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 64-ე ადგილზე იყო, ბაშტადის 250 კატეგორიის ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ფინალში ჩილელმა 7:6, 6:4 გააჩერა არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო. 10 ეისი, 2 გამოყენებული ბრეიქ პოინტი - ჯარისთვის ეს საკმარისი იყო.

ნიკოლასმა ფინალამდე შვეიცარიელი ჰენრი ლააქსონენის, შვედი მიკაელ იმერის, ვეტერანი ჟერემი შარდის და არგენტინელი ფედერიკო დელბონისის სკალპები დაიტოვა. მიმდინარე სეზონში ჯარის 19 მოგება და 15 წაგება აქვს.

ჯარის ბაბუას, ხაიმე ფილოლ უფროსს 1971-1982 წლებში ერთეულებში 6 ფინალი აქვს მოგებული და სენიორ ხაიმე რეიტინგის მე-14 ნომერი გახდა.

ამ ნიჭით, ჯარის, სულ მცირე, ფილოლის შედეგის გამეორება შეუძლია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.