ბალოტელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და წინადადებას ელის

რაიოლას ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება სურს

მარიო ბალოტელი ჯერ კიდევ უკლუბოდაა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და წინადადებას ელის. იტალიელი ფორვარდი ბოლოს მარსელში თამაშობდა,  მონაწილეობა 15  შეხვედრაში  მიიღო და 8 გოლიც გაიტანა. მისი აგენტი, მინო რაიოლა ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნებითაა დაინტერესებული. ბალოტელის დამატების  მთავარი კანდიდატი კი ფიორენტინაა. ვიოლას  ფორვარდი ჯოვანი სიმეონე დიდი ალბათობით ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს. 

 

View this post on Instagram

@theuntraditionalcoach

A post shared by Mario Balotelli (@mb459) on