კევინ დიურანტის შანსი

დიურანტი დიდ კუშზეა, მაგრამ სხვების ხელფასებს თუ გადავხედავთ, კევინმა მიიღო ის, რაც კარიერით დაიმსახურა. 

ოკლაჰომაში კევინ დიურანტი რასელ უესთბრუქთან ერთად იდგა. და გუნდი, რომელსაც დინასტიური პოტენციალი ჰქონდა, მხოლოდ ერთხელ გავიდა ფინალში. სპეციალისტების, ფანების დიდი ნაწილი ამაში რასელს ადანაშაულებს, მაგრამ როდესაც საჭირო იყო, კევინიც იკარგებოდა. გოლდენ სტეიტში დიურანტმა მიიღო თავისუფლება, დაზღვევა (კლეის და გრინის დაცვით) და თვითონაც გაცილებით ყურადღებიანი, უკეთესი, სწრაფი დამცველი გახდა.

კევინი დღეს ბრუკლინშია. და ბრუკლინი დიურანტს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიიღებს. ჯანმრთელს, მოტივირებულს, შეცვლილს. იმ ტრავმის შემდეგ ყველა იცვლება და კარგია, თუ დიურანტი არ დაკარგავს იმას, რაც აქვს. რაც მას ნებისმიერ დამცველთან ჩეხვაში უპირატესობას აძლევს. დიურანტის სეზონი იქნება ან - ისტორიულად კარგი, ან - იმედგაცრუება. ბრუკლინისთვის დამახასიათებელი პროცესი. დიურანტი თავისი კარიერით მხოლოდ კარგს იმსახურებს.

 

Image result for kevin durant street clothes

 

ბრუკლინში კევინს კაირი ირვინგი დაეხმარება. ან, კევინი დაეხმარება ირვინგს. ისევ და ისევ, გააჩნია, როგორც დიურანტს მიიღებს ბრუკლინი ტრავმის შემდეგ. კაირი, როგორც პარტნიორი არ არის წამგებიანი და ლებრონმა ირვინგთან ერთად ერთხელ მოკლა გოლდენ სტეიტი.

დიურანტი დიდ კუშზეა, მაგრამ სხვების ხელფასებს თუ გადავხედავთ, კევინმა მიიღო ის, რაც კარიერით დაიმსახურა. ეს კონტრაქტი დიურანტის გენიალური კალათბურთის და ნიჭის დაფასებაა.

ჩვენ ველოდებით ახალ სეზონს, რომელშიც ბრუკლინი კევინის გარეშეც ფლეი ოფისთვის იბრძოლებს. დიურანტთან ერთად ეს გუნდი აღმოსავლეთის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

მალე დაბრუნდი, კევინ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.