რუსთავის მეშვიდე და სიმშვიდე

ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა ტური დაიწყო და რუსთავმა 3:0 მოუგო სამტრედიას, რომელიც, უბრალოდ ასრულებს ჩემპიონატს და გადათამაშებას ელის ვიტ ჯორჯიასთან. ქვემოქართლელებს კი საშიშროება აღარ ელით: მეშვიდეზე გავიდნენ.  

 

 

გოლებს რაც შეეხება, ორი ბურთი მეკარე ილია სტურუას უხეშ შეცდომას მოჰყვა, მაგრამ სამტრედია მთლიანობაში ისეთი სუსტია, წაგება მხოლოდ მეკარეს დააბრალო, არასწორი გამოვა.

 

ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას შორიდან დარტყმული გავიდა. მეკარეს უნდა მოეგერიებინა... მეორე ტაიმში კი, სტურუამ მარტივ სიტუაციაში ვერ მოიშორა ბურთი და ბექა ქავთარაძემ ვარდნაში გაუტანა, მესამე გოლი კი ასე გავიდა: პაპუნა ფონიავას პასს მოჰყვა ოთარ მარცვალაძის პირისპირ გასვლა, გამოცდილმა ფორვარდმაც ყველაფერი ტექნიკურად და ლამაზად შეასრულა.         

 

რუსთავი – სამტრედია 3:0

 

გოლები: 1:0 კვარაცხელია (14), 2:0 ბ.ქავთარაძე (67), 3:0 მარცვალაძე (74)

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.