პოლ ჯორჯის სეზონი

პოლ ჯორჯი კავაისთან ერთად ითამაშებს და თუ კლიპერსი ლეონარდს შემსუბუქებულ გრაფიკზე გადაიყვანს, ჯორჯმა უნდა გაქაჩოს. დასავლეთში. ბევრ დაუნდობელ გუნდთან.

კავაი ლეონარდთან ერთად პოლ ჯორჯს კარგი შანსი აქვს.

რომ შევიდეს ისტორიაში, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტანდემის წევრი.

რომ მოიგოს ლოს ანჯელესის ბრძოლა.

რომ არ დაუხაროს თავი ლებრონ ჯეიმსს. პოლმა ეს ბევრჯერ გააკეთა.

რომ მოიგოს დასავლეთის კონფერენცია. სადაც ბევრი კლუბი უკეთესობისკენ შეიცვალა.

და პოლ ჯორჯი უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე - შარშან.

ვუყურებთ პოლის სტატისტიკას 2018/2019 წლების სეზონში და ვხედავთ უნაკლო ფორვარდის, აგრესიული დამცველის სტატისტიკას. და რეალურად, პოლს ჰქონდა ბევრი მინუსი.

პოლ ჯორჯი იყო ერთადერთი, ვინც ფლეი ოფში სასტარტო ხუთეულის წევრებიდან შედეგიან გადაცემაზე მეტ შეცდომას აგროვებდა. გამოსასწორებელია.

პოლ ჯორჯმა შარშანდელ სეზონში გადამწყვეტ დროში (Clutch, ბოლო 2 წუთში) 82 სროლიდან 10 პროცენტზე ნაკლები ჩააგდო. მიუღებელი სტატისტიკა. ეს გამოსასწორებელია.

პოლ ჯორჯი NBA-ს ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში და ყველა იმ სეზონში ფლეი ოფის პირველ წრეში გავარდა (2016-2019).

პოლ ჯორჯი კავაისთან ერთად ითამაშებს და თუ კლიპერსი ლეონარდს შემსუბუქებულ გრაფიკზე გადაიყვანს, ჯორჯმა უნდა გაქაჩოს. დასავლეთში. ბევრ დაუნდობელ გუნდთან.

გამოწვევა მიღებულია. ველოდებით ჯორჯის პასუხს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.