ლებრონ ჯეიმსის ფაქტორი

რატომ უნდა მოიგოს კლიპერსმა? ალბათ, მხოლოდ კავაის ფაქტორის გამო. სერიოზული არგუმენტია, მაგრამ ლეიკერსში  მოტივირებული ლებრონია.

კლიპერსი ბევრის ფავორიტი გახდა.

კლიპერსმა დაიმატა კავაი, ჯორჯი და კლიპერსში დარჩა პატრიკ ბევერლი.  სამი ძალიან ძლიერი ინდივიდუალური დამცველი და მოტივირებულ კავაის პირველიდან მეოთხემდე ნებისმიერი მოთამაშის ჩაკეტვა შეუძლია. ეს ლეონარდია.

ბევრმა ჩათვალა, რომ კლიპერსმა უკვე მოუგო ომი ლეიკერსს.

ჯერ ადრეა.

პირველ ნომერზე კლიპერსში დგას ბევერლი. ლეიკერსში - ეივერი ბრედლი. პრინციპში, ერთი და იგივეა. თანაბარი ძალის და პოტენციალის ბიჭები.

კავაის უფრო ხშირად დაიჭერს დენი გრინი. კავაის ერთი-ერთზე დაჭერა ძალიან რთული გახდა, მაგრამ გრინი იცნობს კავაის. გრინი იყო ლეონარდის სპარინგი სან ანტონიოში და ტორონტოშიც. უპირატესობა კავაის, მაგრამ სადღაც, გრინიც შეასრულებს.

პოლ ჯორჯი და ლებრონ ჯეიმსი. აქ, შეიძლება, კავაიც ჩავსვათ, მაგრამ უფრო რეალურია, რომ ჯეიმსზე ჯორჯი ავა და ეს გარჩევა ლეიკერსის უდიდესი უპირატესობით დამთავრდება. როგორც ყოველთვის, ლებრონი ჯორჯისთვის მონსტრია.

 

Image result for kawhi clippers

 

მონტრეზლ ჰარელი და ენტონი დევისი. შედარება დასრულებულია ამ შედარების დაწყებამდეც. დევისი მსოფლიოში საუკეთესო მაღალია.

ცენტრი - ზუბაცი დემარკუს კაზენსის ან მაკგის წინააღმდეგ. და ვინმე მეტყვის, რომ ზუბაცი რომელიმეს გადაუჯოკრავს? ვერ მეტყვის. აქაც ლეიკერსია უკეთესი.

და რატომ უნდა მოიგოს კლიპერსმა?

ალბათ, მხოლოდ კავაის ფაქტორის გამო. სერიოზული არგუმენტია, მაგრამ ლეიკერსში  მოტივირებული ლებრონია.

ძალიან საინტერესო თამაშები იქნება.