დირკ ნოვიცკის ქველმოქმედება და აცილებული პენალტი

დალასის ლეგენდამ ფეხბურთი ითამაშა

NBA-ს ლეგენდამ დირკ ნოვიცკიმ საქველმოქმედო ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში ითამაშა. შეხვედრა ფორმულა 1-ის მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟის მიკი შუმახერის ორგანიზებით გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში შედგა. 

 

დალას მავერიქსის ვეტერანმა კალათბურთელმა საყვარელი 41-ე ნომრით ითამაშა და პენალტიც შეასრულა, თუმცა 11-მეტრიანის გატანა ვერ მოახერხა.

 

 

დირკ ნოვიცკის და მიხაელ შუმახერის ფონდის ანგარიშზე 100 000 ევროზე მეტი შევიდა.

 

50 წლის შუმახერმა 2013 წლის დეკემბერში თხილამურით სრიალის დროს სერიოზული დაზიანებები მიიღო და დღემდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება.