ვლადიმირ ვაისს სამშობლოში ეძახიან

ბრატისლავის სლოვანის ფანებს გუნდის მწვრთნელად ვლადიმირ ვაისის დანიშვნა სურთ. საქართველოს ნაკრების თავკაცი 2011-2012 წლებში მუშაობდა სლოვანში და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. გზად ლუის ენრიკეს გაწვრთნილი იტალიური რომა გამოთიშა – 1:0, 1:1.

Sport.sk-ზე გულშემატკივართა გამოკითხვა ჩატარდა და ვაისის მისვლა 60 პროცენტს სურს. Profutbal.sk–ზეც იყო გამოკითხვა და ვაისმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა: 34 პროცენტი აქვს, როცა სხვა კანდიდატებმა 10 პროცენტიც ვერ მოაგროვეს.

 

სლოვანი სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი და ყველაზე პოპულარული კლუბია. გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს სუტიესკასთან გავარდა, რაც სლოვაკურმა პრესამ სირცხვილად ჩათვალა. მწვრთნელი მარტინ შეველა მოხსნეს და ახლა პოსტი თავისუფალია.    




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.