ლევან ფაცაცია: სანიკიძე და მარკოიშვილიც რომ დაბრუნდნენ

ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ამ დონის ტურნირი ჩვენთან გაიმართება. კალათბურთისთვის ეს საჭიროა და უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით

საქართველოში კალათბურთი ყველაზე განხილვადი სახეობა გახდება. ბევრი კარგი მიზეზის გამო. ევრობასკეტის ფინალური ეტაპის მასპინძლობა, საკვალიფიკაციო ციკლი, რომელშიც კიდევ ერთხელ გავედით სერბეთზე, გოგა ბითაძის სტატუსი.

პირველ ორ თემაზე გვესაუბრება დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი კარგი დამცველი ლევან ფაცაცია.

„ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ამ დონის ტურნირი ჩვენთან გაიმართება. კალათბურთისთვის ეს საჭიროა და უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით. სერბეთი ალბათ, „პარაში“ გვყავს, სულ მაგათ ვხვდებით...ამ გუნდთან მოგება რთული იქნება და დანარჩენებიდან ვინც გინდათ, გამოუშვით, მზად ვართ! ისეთი მოტივაცია უნდა გვქონდეს, რომ იქნებ ვიკა (ვიქტორ სანიკიძე) და მანუ (მანუჩარ მარკოიშვილი) დაბრუნდნენ“, - გვითხრა ფაცაციამ.

სანიკიძე/მარკოიშვილის დაბრუნება მართლა სერიოზული იქნება.