18 რეკორდი: ჯერ სადა ხარ...

ბოლო წლებში გიჟური სატრანსფერო ფასები აღარავის უკვირს. 

ამ ზაფხულს ევროპის ტოპ-ხუთეულის ჩემპიონატებში 18-მა კლუბმა მოხსნა თავისივე რეკორდი: კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა. 18-მა და ისიც მხოლოდ ტოპ-ჩემპიონატებიდან. თანაც, 31 აგვისტომდე ჯერ დიდი დროა - კიდევ ბევრი ტრანსფერი იქნება.

 

თუმცა აქ ისეთი კლუბებიცაა, მათთვის 11, ან 9,5 მილიონის გადახდაც რომ სარეკორდოა.   

 

ატლეტიკო:  19 წლის შემტევი ჟოაო ფელიში ბენფიკადან - 126 მილიონი ევრო.  

 

სევილია: 20 წლის ჟიულ კუნდე ბორდოდან - 25 მილიონი.

 

ბოლონია: 22 წლის ფორვარდი რიკარდო ორსოლინი იუვენტუსიდან - 15,2 მილიონი.

 

ატალანტა: კოლუმბიელი ფორვარდი ლუის მურიელი ფიორენტინადან - 15 მილიონი.

 

სამპდორია: მეკარე ემილ აუდერო იუვენტუსიდან - 20 მილიონი.

 

სპალი: თავდამსხმელი ანდრეა პეტანია ატალანტადან - 19,7 მილიონი.

 

შეფილდ იუნაიტედი: ფრანგი თავდამხსმელი ლის მუსე ბრაიტონიდან - 11,2 მილიონი.

 

ბრაიტონი: ნახევარმცველი ლეანდრო ტროსარდი ბელგიის გენკიდან - 20 მილიონი.

 

ასტონ ვილა: ფორვარდი უელსი ბელგიის ბრიუგედან - 25 მილიონი.

 

ვულვზი: მექსიკელი თავდამსხმელი რაულ ხიმენესი ბენფიკადან - 38 მილიონი.

 

ვესტ ჰემი: ტანმაღალი ფორვარდი სებასტიან ალერი აინტრახტიდან - 40 მილიონი.  

 

ლესტერი: ბელგიელი ნახევარმცველი იური ტილემანსი მონაკოდან - 46 მილიონი.

 

ტოტენჰემი: ფრანგი ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე ლიონიდან - 62 მილიონი.

 

 დორტმუნდი: მცველი მატს ჰუმელსი დაიბრუნა ბაიერნიდან - 31 მილიონი.

 

ლევერკუზენი: ნახევარმცველი კერემ დემირბაი ჰოფენჰაიმიდან - 32 მილიონი.

 

ბაიერნი: ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი ლუკას ერნანდესი ატლეტიკოდან - 80 მილიონი.

 

ონპელიე: ნახევარმცველი ტეჟი სავანიე ნიმიდან - 9,5 მილიონი.

 

ლიონი: დანიელი მცველი იოაკიმ ანდერსენი სამპდორიადან - 24 მილიონი.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.