ფეკირი გაოფიციალურდა

მსოფლიო ჩემპიონის უცნაური არჩევანი

ლიონის აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი კარიერას ბეტისში გააგრძელებს. ფრანგმა შემტევმა ესპანელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ამის შესახებ ბეტისის ოფიციალური საიტიდან შევიტყვეთ. 

 

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს პსჟ, მანჩესტერი, რეალი, ლივერპული და ბაიერნი იწვევდა, მან კი არჩევანი ბეტისზე შეაჩერა.

 

26 წლის ნახევარმცველი ლიონის აღზრდილია. ფრანგთა მთავარ გუნდში იგი 2013 წლიდან გამოდიოდა. ლიონის რიგებში ფეკირმა 193 მატჩი ჩაატარა და გუნდს 69 გოლთან ერთად 46 საგოლე გადაცემით დაეხმარა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.