7 სექტემბერი. აბუ დაბი. ხაბიბ ნურმაგომედოვი-დასტინ პოირე

ბოლო ბრძოლა ხაბიბმმა,კონორის წინააღმდეგ გამართა

7 სექტემბერს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი, მნიშვნელოვან ბრძოლას უმასპინძლებს. ერთმანეთს დაუმარცხებელი ხაბიბ ნურმაგომედოვი და 30 წლის ამერიკელი მებრძოლი, დასტინ პოირე დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ხაბიბს, 27 ბრძოლიდან, 27-ივე მოგებული აქვს, ხოლო პოიერეს,30-დან, 25-ში გამარჯვება აქვს მოპოვებული, 5-ში კი დამარცხდა. ბოლო ბრძოლა რუსმა ნურმაგომედოვმა, 2018 წლის 6 ოქტომბერს, კონორ მაკგრეგორის წინაღმდეგ გამართა. რაც შეეხება დასტინ პოირეს, მან თავისი ბოლო ბრძოლა,2019 წლის 13 აპრილს, მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ ჩაატარა და გამარჯვებას მიაღწია. ნურმაგომედოვი და პოირე მსუბუქი წონის კატეგორიაში ჩხუბობენ.