ჩელსის ახალი ათიანი ჰყავს
ლონდონის ჩელსის ახალი მეათე ნომერი ჰყავს. ედენ აზარის შემდეგ, პრესტიჟულ ნომერს ბრაზილიელი შემტევი ვილიანი მოირგებს. აქამდე 30 წლის ფეხბურთელი 22-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.
"კლუბში მითხრეს, რომ ახლა მეათე ნომერი ჩემია. 10-ნომრიანი მაისურით თამაში ბავშვობიდან მხიბლავდა და ამით მოხარული ვარ. კორინთიანსში ყოფნისას მაისურზე 10 ნომერი მეწერა",-თქვა ვილიანმა.
ვილიანი ჩელსის ამჟამინდელი ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. ის არისტოკრატების შემადგენლობაში უკვე 6 წელია ირიცხება.
რაც შეეხება ედენ აზარს, ის მადრიდის რეალში 23-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომლითაც თავის დროზე გუტის, დევიდ ბექემს, მესუთ იოზილს და ისკოს უთამაშიათ.