რობენი: მოვიდა დრო

ჰოლანდიელმა არიენ რობენმა არ გამორიცხა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. 

34 წლის რობენი, რა თქმა უნდა, ისეთი ვეღარ არის, როგორც თუნდაც ოთხი–ხუთი წლის წინ იყო, მაგრამ ზოგჯერ იცის სპექტაკლების შემოთავაზება.

 

„მომავალზე ბევრს ვფიქრობ. რამდენიმე თვის წინაც ვფიქრობდი კარიერის დასრულებაზე, მაგრამ ბაიერნთან კონტრაქტი  ერთი წლით გავაგრძელე. ახლა უკვე დროა. მალე 35 წლის გავხდები და ალბათ, ჩემი გადაწყვეტილება კლუბსაც წაადგება. ბაიერნში კვლავაც ბედნიერი ვარ, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ვიტყვი: მორჩა.

 

...ყველამ იცის, რომ ბაიერნში ეს ჩემი ბოლო სეზონია და დიდი შანსია, ზოგადად შევეშვა თამაშს. თუმცა წინასწარ ჯერ არ ვიცი“ – წერს რობენის სიტყვებს ბაიერნის ოფიციალური საიტი.    




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.