ენდი მარის ჯილდოს მანქანა შეეჯახა (ფოტო)

ინციდენტი ჩოგბურთელის სამშობლოში მოხდა

შოტლანდიაში მდებარე ოქროს საფოსტო ყუთი, რომელიც ენდი მარის სახელზე, 2012 წელს, ოლიმპიური ოქროს მედლის მოგების შემდეგ დადგეს, ავტოავარიის შედეგად დაზიანდა. 

 



პოლიციის განცხადებაში წერია: "მერსედესის" მარკის ავტო-მანქანა საფოსტო ყუთს დაეჯახა, მძღოლმა დაზიანებები მიიღო, თუმცა სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. საქმეზე გამოძიება დაიწყო".

"ვწუხვართ მომხდარის გამო. შევეცდებით, ენდი მარის საფოსტო ყუთი რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ",-წერს
შოტალნდიის ფოსტის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, ენდი მარიმ 2012 და 2016 წელს ოლიმპიური თამაშების მოგება მოახერხა. გარდა ამისა, 32 წლის ჩოგბურთელს კარიერაში 3 დიდი სლემის ტურნირი მოუგია.