ესპანეთის ჩემპიონატში ადგილს ყიდიან

კატალონიური კლუბის ვარდნამ სხვა გუნდებს ლა ლიგისკენ მიმავალი გზა გაუხსნა 

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. ისინი მესამე ლიგაში ადგილს გაყიდიან.

ნებისმიერ კლუბს ექნება უფლება 452 000 ევროს სანაცვლოდ ქვეყნის ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგაში ადგილი შეიძინოს. ეს შეთავაზება მიმდინარე წლის 25 ივლისამდე იმოქმედებს. თუ სურვილს ერთბაშად რამდენიმე კლუბი გამოთქვამს, მაშინ უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭება, რომელსაც წინა სეზონში უკეთესი შედეგები ჰქონდა.

ეს სიტუაცია ლა ლიგა 2-ში მოთამაშე რეუს დეპორტივოს თავს განვითარებული მოვლენების შედეგად შეიქმნა. კატალონიელებმა დავალინების გადახდა სცადეს, თუმცა დათქმულ ვადებს გადააჭარბეს და შედეგად მეოთხე დივიზიონში გავარდნენ. ამრიგად, მესამე ლიგაში კიდევ ერთი გუნდის დამატების აუცილებლობა წარმოიშვა.

თუ ვადის ამოწურვამდე ინიციატივას არცერთი კლუბი გამოიჩენს, მაშინ 48 საათის განმავლობაში ადგილის შესყიდვის მეორე ეტაპი დაიწყება, როცა საფასური სიმბოლური იქნება, გუნდები კი სპორტული შედეგების პრინციპით შეირჩევიან.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.