ბაიერნი+NBA=მონრო

ბარსელონამ დაიკონტრაქტა ნიკოლა მიროტიჩი. ბაიერნმა მეორე დიდი სვლა გააკეთა - ევროპაში გრეგ მონრო მოდის.

NBA-ს ჩემპიონის ბეჭდით გრეგ მონროს ევროპაში თავს დაუხრიან.

ბარსელონამ დაიკონტრაქტა ნიკოლა მიროტიჩი. ბაიერნმა მეორე დიდი სვლა გააკეთა - ევროპაში გრეგ მონრო მოდის.

ერთწლიანი კონტრაქტით. შეხედავს, უკეთ გაიცნობს ევროპას, დააგემოვნებს გერმანიას და მიიღებს გადაწყვეტილებას.

9 სეზონი NBA-ში. საშუალოდ 13.2 ქულა და 8.3 მოხსნა. საშუალო ორმაგი დუბლი 2014/2015 წლების სეზონში. 29 წლის მონრო 2010 წლის დრაფტზე მეშვიდე ნომრად დეტროიტმა აირჩია. ჯორჯთაუნის ვარსკვლავი ევროპაში დაისვენებს.

ბოლო ორ სეზონში მონრომ ოთხ გუნდში ითამაშა. ერთ-ერთი, ტორონტო იყო. შარშან, მონრომ 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რეპტორზმა ვეტერანი ბრუკლინში გაუშვა და მაინც, მონრომ ფლეი ოფის დასრულების შემდეგ კუთვნილი ბეჭედი მიიღო. დენი გრინისგან.

მონრომ ტორონტოს წინააღმდეგ ფლეი ოფში თამაშიც მოასწრო. ფილადელფიაში, გრეგი ჯოელ ემბიდს ასვენებდა. ის სერია რეპტორზმა კავაის სროლით, მეშვიდე თამაშის ბოლო წამზე მოიგო.

ევროპამ საინტერესო ტურისტი მიიღო.

ვნახოთ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.