ინსტაგრამზე 1 პოსტში ვის მეტი შეუძლია გამოიმუშავოს

რონალდუს ერთი პოსტის ღირებულება 975 ათასი ამერიკული დოლარია...

ანალიტიკური ვებსაიტი Hopper სწავლობს ცნობილი ადამიანების ინსტაგრამებს და პოსტის საშუალო ღირებულებას ანგარიშობს.

 

სპორტსმენებს შორის რონალდუს ყველაზე მეტი ფული შეუძლია გამოიმუშაოს, ერთ პოსტში - 975 ათასი ამერიკული დოლარი. საერთო ჯამში, ვარსკვლავებს შორის, ამერიკელი მოდელი კაილი ჯენერი ლიდერობს (1.27 მილიონი დოლარი), მეორე ადგილზე კი 996 ათასი დოლარით მომღერალი არიანა გრანდეა.

 

ტოპ 10 სპორტსმენის რეიტინგი კი ასე გამოიყურება

 

1)      რონალდუ - 975 ათასი დოლარი

2)      ნეიმარი - 722 ათასი დოლარი

3)      მესი - 648 ათასი დოლარი

4)      ბექჰემი - 357 ათასი დოლარი

5)      ლებრონ ჯეიმსი - 272 ათასი დოლარი

6)      რონალდინიო - 256 ათასი დოლარი

7)      გარეთ ბეილი - 218 ათასი დოლარი

8)      იბრაჰიმოვიჩი - 200 ათასი დოლარი

9)      ვირატ კოლი (ინდოელი კრიკეტის მოთამაშე) – 196 ათასი დოლარი

10)    სუარესი - 184 ათასი დოლარი