დუდა სანაძეზე

სანაძემ ბოლო პერიოდი პოლონეთში, ესპანეთში გაატარა, რეალთან შედეგიანად ითამაშა და დუდა ახალი სეზონისთვის ემზადება.

საქართველოს ნაკრების ახალ ფორმაციაში დუდა სანაძეს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ნაკრების ყველაზე სანდო მსროლელი, რომელიც კარგად იხსნება, წინა წლებთან შედარებით, უკეთ თამაშობს დაცვაში და იღებს მწვრთნელის ნდობას.

სანაძემ ბოლო პერიოდი პოლონეთში, ესპანეთში გაატარა, რეალთან შედეგიანად ითამაშა და დუდა ახალი სეზონისთვის ემზადება.

 

ბოლო სეზონზე.

დუდა სანაძე: კმაყოფილი ვარ. ორ გუნდში მომიწია თამაში, იყო რაღაც დაბრკოლებები, მაგრამ ყველაფერი დალაგდა და საბოლოოდ, ნორმალური სეზონი გამოვიდა. ესპანეთში მქონდა რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში, იგივე, რეალთან. პოლონეთში გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დავეხმარე. მქონდა ჩემი როლი, ჩემი დატვირთვა. ეს ყოველთვის ბევრს ნიშნავს.

 

ნაკრებზე.

დ.ს: არა მხოლოდ ნაკრებში, მინდა, რომ ყველა დონეზე მოვუმატო. უბრალოდ, გუნდში ცოტა სხვა როლი მაქვს. გუნდში მეტი დატვირთვაა, მეტს ვაკეთებ, უფრო მრავალფეროვანი პოზიცია მაქვს, თუ შეიძლება ასე რომ ითქვას. ნაკრებში განსხვავებული ტაქტიკაა, მწვრთნელს ჩემს დატვირთვაზე, როლზე სხვა შეხედულება აქვს. ეს ნორმალურია. ნაკრებში ველოდები, როდის დავრჩები სასროლ პოზიციაზე, მეც ვცდილობ ამ პოზიციის შექმნას. ორივე როლით კმაყოფილი ვარ. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩემით მწვრთნელები არ იყვნენ უკმაყოფილოები.

 

საქართველოს ნაკრების პროგრესზე.

დ.ს: რეალობა არის, რომ ზაზა ფაჩულიას, ვიკა სანიკიძის და მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ნაკრები რა თქმა უნდა, დასუსტდა. მაგრამ მოდის კარგი თაობა და არსებული გუნდით შეგვიძლია ლიდერებთან, უფრო გამოცდილ გუნდებთან ღირსეულად თამაში, მოგება. გვყავს რამდენიმე ძალიან კარგი ახალგაზრდა, ვინც აუცილებლად მოუმატებს. ჩვენი, გამოცდილი მოთამაშეების როლიც არ შეიცვლება. სწორი სისტემით და ბევრი მუშაობით ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

ფოტო - www.gbf.ge