კოსმოსური ფეხბურთი

ახალი სეზონის წინ...

ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებას ბევრმა უკვე უწოდა არსებობის ისტორიაში საუკეთესო. ჯგუფური ეტაპი იქით იყოს და ფლეი ოფებმა იმდენი ემოცია გვაჩუქა, ნებისმიერ ეპითეტს რომ აიტანს.

როგორ და რატომ გამოეთიშნენ გათამაშებას მიყოლებით რეალი, იუვენტუსი, პსჟ, სიტი? როგორ ვერ შედგა ბარსელონა - აიაქსის თითქმის უკვე გადაწყვეტილი ფინალი?

ქებათაქება მაურიციო პოჩეტინოს და მის ტოტენჰემს. მთავარმეგოლის გარეშე დარჩენილმა გუნდმა ჯერ სიტის ბარიერი გადალახა და მერე აიაქსს ერთ ტაიმში ჰაერივით საჭირო სამი გოლი გაუტანა. უნდა ვაღიაროთ,  რომ მათ ფინალისტობაში ბოლო ორ სტადიაზე მაინც ერია გამართლების მომენტი. ჯერ  VAR -ის მიერ გაუქმებული სიტის გოლი იყო და მერე აიაქსის კარში დამატებული დროისათვის დამატებულ დროში გატანილი. მაინც ალალია.

 

სულ სხვა საქმეა ლივერპული. იურგენ კლოპის გუნდი სულაც ორი საუკეთესო ფორვარდის გარეშე დარჩა, მაგრამ ბარსელონასთან საპასუხო შეხვედრაში კოსმოსური ფეხბურთი ითამაშა. ლივერპულელებმა იმდენად დაჩაგრეს მესი და კომპანია, კატალონიურ კლუბში ძირეულ რეფორმებზე ალაპარაკდნენ.

შემთვევითობა და სენსაცია როცა ტენდენციად იქცევა, მას აუცილებლად აქვს ახსნა. ექსპერტები თვლიან, რომ რამდენიმე მწვრთნელი, პირველ რიგში კი იურგენ კლოპი ახალ ტრენდს ამკვიდრებს და ეს 21-ე საუკუნეში მესამე შემთხვევაა. პირველი იყო ჟოზე მოურინიო, რომელმაც თავის გუნდებს უნაკლო დაცვა ასწავლა. ბურთის მეტოქისთვის დათმობის ხარჯზე თამაშის კონტროლი ახალი ხილი იყო და ბევრმა მიბაძა. მაშინდელი საუკეთესო დამცველი გუნდები უფრო უკეთესად იცავდნენ თავს, ვიდრე საუკეთესოდ შემტევები უტევდნენ.

2008 წელს ავანსცენაზე პეპ გვარდიოლა და ბარსელონა გამოჩნდნენ ბურთის ტოტალური კონტროლით და პოზიციური შეტევებით. პეპმა დაამტკიცა, რომ გაუვალი დაცვა არ არსებობს და მასაც ბევრი მიმბაძველი გაუჩნდა.

 

ახლა უკვე კლოპის დროა. ლივერპულს სულაც არ სჭირდება ბურთის ტოტალური კონტროლი და არც ჰორიზონტალური პასებით ცდილობს მეტოქის ყურადღების მოდუნებას. ვერტიკალური პასები, შეტევა გიჟურ ტემპში და ბურთის დაკარგვისთანავე მეტოქის მოგუდვა მაღალი პრესინგით - აი, კლოპის იარაღი.

წინ კი ახალი გამოწვევებია - პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა, რომელსაც ტიტულის დაცვა სჭირდება.  პრემიერლიგიდანაც ძალიან ბევრს გამოველით... ლივერპული ხომ საჩემპიონოდ გაიქაჩება...




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.