Azerifootball: სირცხვილი, კრახი, ანტიფეხბურთი! სუსტმა დინამომ სარკეში ჩაგვახედა

აზერბაიჯანულ პრესაში გაბალას ხელმძღვანელობა მწვავედ გააკრიტიკეს

საკუთარ კედლებში, გაბალას თბილისის დინამოსთან მარცხმა აზერბაიჯანული პრესის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ჩვენი მეზობლების ერთ-ერთ წამყვან გამოცემა azerifootball.com#mce_temp_url#-ში კლუბის ხელმძღვანელობა მწვავედ გააკრიტიკეს. აზერბაიჯანელი კოლეგები საქართველოს ჩემპიონატის ლიდერთან მატჩს სამარცხვინოს უწოდებენ და გაბალას მმართველებისგან პასუხს ელიან.

"სირცხვილი: გაბალა-დინამოს მატჩი ნამდვილი ანტიფეხბურთი იყო. ამას რომან გრიგორჩუკიც არ გააკეთებდა (გაბალას ყოფილი მწვრთნელი).


აშკარაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა თვალში ნაცარს გვაყრის და გუნდში ფინანსური კრიზისი არ არსებობს, ისეთი ფეხბურთელები კი როგორებიც კლესიო და ჟუნიჩი არიან 3-4 ათას დოლარიანი ანაზღაურებით აქ სათამაშოდ არ ჩამოვლენ.

 

 

გაბალას ფეხბურთელების დონე და მთლიანად დინამოს წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი კრახი იყო.

კლუბის ხელმძღვანელობას სინდისი უნდა აწუხებდეს, რადგან სანან გურბანოვი ჯერ კიდევ გაბალას მთავარი მწვრთნელია. მათ გაკეთებული ტრანსფერების გამოც უნდა რცხვენოდეთ. სუსტ დინამოსთან მარცხმა სარკეში ჩაგვახედა",-წერია azerifootball-ის სტატიაში. 


შეგახსენებთ, ქართულმა კლუბმა გაბალა სითი სთედიუმზე ლევან კუტალიას და არფანგ დაფეს გოლებით 2:0 მოიგო. საპასუხო მატჩი 1 აგვისტოს, თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.