პეპი: ვინც კი მინახავს, ფოდენი ყველაზე ნიჭიერია

სიტის 19 წლის ფეხბურთელი ფილ ფოდენი, რომელმაც წინა სეზონში 26 შეხვედრაში ითამაშა და შვიდი გოლი გაიტანა, გვარდიოლამ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად დაასახელა.

პეპს აქამდე ისეთი ფეხბურთელები გაუწვრთნია, როგორებიც მესი, ნეიმარი, ხავი, ინიესტა, რობენი და ლამი არიან:

„ფოდენი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი მინხავს. მისი  პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ რეგულარულად ვერ ვათამაშებ.

ის  მოედანზე ყოველ წუთს იმსახურებს, თუმცა კონკურენცია წარმოუდგენლად დიდია. თავდაუზოგავად ვარჯიშობს და იცის, რომ მის გვერდზე ვარ“, - თქვა გვარდიოლამ.

 

Image: PA




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.