გოგა, ლარი, რეჯი. NBA. გუნდების რეიტინგი. 15. ინდიანა

ინდიანა გადაიტვირთა. გუნდი ლებრონთან წაგებული სერიების შემდეგ შეიცვალა და თუ ადრე, გუნდი აღმოსავლეთში ჩემპიონობისთვის იცლებოდა სისხლისგან, ბოლო პერიოდის პეისერზი უფრო, სტატისტი იყო. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი48:34.

მნიშვნელოვანი მატება: მალკოლმ ბროგდონი, გოგა ბითაძე, ჯერემი ლემბი, ტი ჯეი უორენი.      

მნიშვნელოვანი დანაკარგი: ბოიან ბოგდანოვიჩი, დარენ კოლისონი, უესლი მეთიუზი, ტადეუშ იანგი, კორი ჯოზეფი, ტაირიკ ევანსი.   

 

ინდიანა ჩემთვის ჯერ რეჯი მილერთან ასოცირდებოდა. სწრაფ, დაუღლელ მსროლელთან, რომელიც ასკდებოდა პატ იუინგის და ჯონ სტარქსის ნიუ იორკს, მაიკლ ჯორდანის ჩიკაგოს და ხანდახან, იგებდა. ინდიანა ჩემთვის მოგვიანებით, ლარი ბერდთან ასოცირდებოდა. ჩემი ბავშვობის საყვარელ მოთამაშესთან, რომელმაც მთავარი მწვრთნელის რანგში, პეისერზი ფინალში გაიყვანა, სადაც ეპოქალურ ლეიკერსთან წააგო. ლარი საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. დღეს, პეისერზში დიდი ბოსის სავარძელში მოკალათდა ლარი, პეისერზის თამაშებს კომენტარს რეჯი უკეთებს და ინდიანა ჩემთვის ასოცირდება გოგა ბითაძესთან.

ინდიანა გადაიტვირთა. გუნდი ლებრონთან წაგებული სერიების შემდეგ შეიცვალა და თუ ადრე, გუნდი აღმოსავლეთში ჩემპიონობისთვის იცლებოდა სისხლისგან, ბოლო პერიოდის პეისერზი უფრო, სტატისტი იყო. კარგი გუნდი, რომელიც თუნდაც, ტრავმირებული ლიდერის (ვიქტორ ოლადიპო) გარეშე მშვიდად გადიოდა ფლეი ოფში. იქ, უთქმელად აგებდა და იწყებდა მზადებას ახალი რეგულარულისთვის. გოგასთან ერთად ეს პროცესი ალბათ, არ შეიცვლება და ინდიანა დარჩება მეორე ეშელონის საფლეიოფო გუნდად. და ეს გუნდი ბითაძის გარდა, კიდევ რამდენიმე კარგი ახალწვეულით არის გამორჩეული. გავიაროთ.

მალკოლმ ბროგდონი მილუოკიში იანისის შემდეგ ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული იყო. უბრალოდ, თუ ბაქსმა შეინარჩუნა კრის მიდლტონი და დარჩენილი რესურსის დიდ ნაწილს იანისის გაგრძელებაზე გადაიტანს, ბროგდონის დატოვება ვერ მოეწსრო. მილუოკი დიდი სიამოვნებით შეინარჩუნებდა აგრესიულ სლეშერს, რომელიც გუნდის საუკეთესო დაბალი დამცველი გახდა. არასტაბილური ერიკ ბლედსოუ ბროგდონის ფონზე იკარგებოდა, ზედმეტი იყო. და ინდიანამ ეს არაჩვეულებრივი ბიჭი დაირტყა. მოთამაშე, რომელიც საშუალოდ 15.6 ქულას, 4.5 მოხსნას და 3.2 პასს გაძლევს, აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. ტორონტოსთან ბოლო საფლეიოფო ჩეხვაში ბროგდონი იყო ერთადერთი, რომელიც იშვიათად, მაგრამ უქმნიდა დაცვაში პრობლემებს კავაი ლეონარდს.  ინდიანამ ჯეკპოტი მოხსნა.

ძალიან კარგია ჯერემი ლემბი. ამ ეტაპზე, გუნდის ერთადერთი მსუბუქი ფორვარდი. ოკლაჰომაში ლემრბი რასელ უესთბრუქის პირადი მცველი იყო. შარლოტში ლემბმა მეტი ნდობა მიიღო და გაუმჯობესდა მისი სტატისტიკაც. საშუალოდ 8-9 ქულიდან ლემბი ავიდა 15-ზე და პარალელურად, 5.5 მოხსნას და რამდენიმე პასსაც იღებდა. ლემბი დაიხვეჭა. ლემბმა ისწავლა ტკივილის ატანა და ბიჭმა შორიდან სროლა დაიწყო. ბოლო სეზონში მან 79 შეხვედრაში 115 სამიანი გამოიყენა. ძალიან კარგი მაჩვენებელი. ლემბი ამ გუნდში კარგი სათადარიგო იქნება. რომელიც თავის სროლას და ბურთთან შეხებას აუცილებლად მიიღებს.

დანარჩენებზე და უფრო მეტად, გოგაზე შემდეგ მიმოხილვებში დავილაპარაკოთ. და ეს ინდიანა ისევ იქნება დამოკიდებული ოლადიპოს ჯანმრთელობაზე, ტერნერ-საბონისის მოტივაციაზე და იმედი გვაქვს, გოგას აქტივობაზე.

ბითაძე საინტერესო გუნდში მოხვდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.