რამოსი: ჩვენ ამხანაგური შეხვედრა გვეგონა, მათ - ფინალი

რეალის დაცვის ბურჯმა, რამოსმა ატლეტიკოსთან 3:7  მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.  მისი თქმით, მადრიდელები ამხანაგარი მატჩისთვის მოემზადნენ, ათლეტები კი ისე თამაშობდნენ, როგორც ფინალში.

 

„ასეთი მარცხის შემდეგ შეუძლებელია  თავი კარგად იგრძნო, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება.  ჩვენ ეს შეხვედრა როგორც ამხანაგური მატჩი ისე მივიღეთ, მათ - არა. ყველაფფერი ჩვენი ბრალია.  ეს დერბია  და ადვილი გასეირნება არ არსებობს“, - თქვა რამოსმა