მოურინიო, ალეგრი, ვენგერი... - მწვრთნელები სამსახურის გარეშე

3 წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, მოურინიო, ალეგრი და ვენგერი სეზონის სტარტზე ერთად სამსახურის გარეშე იქნებოდნენ, ალბათ ყველას სასაცილოდ მოეჩვენებოდა. დღეს ამ სპეციალისტებს არცერთი კლუბი ჩაბარებული არ აქვთ და არც იმის პირობა ჩანს, რომ სეზონის დაწყებამდე რამე შეიცვლება.

 

მოურინიო - ჟოზეს ამბიციური კლუბი სჭირდება და ამიტომ ჩინეთის ვარიანტზე უარი თქვა. ფულს ევროპული ფეხბურთი ურჩევნია.

 

 

ვენგერი - არსენს თავისი პროექტი სურს, სადაც სპორტული დირექტორიც იქნება და მთავარი მწვრთნელიც. არ უნდა მის საქმეებში ვინმე ერეოდეს. სწორედ ეს არის მისთვის მთავარი დაბრკოლება.

 

wenger-ის სურათის შედეგი

 

ალეგრი - მის ანგარიშზე მოგებული ზედიზედ ხუთი სკუდეტოა. იტალიელმა პაუზის აღება გადაწყვიტა.

 

alegri-ის სურათის შედეგი

 

რანიერი - რანიერიმ დი ფრანჩესკოს გაშვების შემდეგ რომას ბოლო ხუთ მატჩში უხელმძღვანელა. ლესტერის სასწაულის ავტორი ამჟამად კვლავ უმუშევარია.

 

ranieri-ის სურათის შედეგი

 

ასეთი დიდი სახელების მქონე მწვრთნელებს გვერდზე კიდევ არიან სპეციალისტები, რომლის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება: სპალეტი, რუდი გარსია, სტეფანო პიოლი, რინო გატუზო...

 

ერთ დღეს უმუშევრებმა მეორე დღეს შესაძლოა ლიგა მოიგონ, ან პირიქით....