სიმეონე: რეალობის შეგრძნებას არ ვკარგავ 

ატლეტიკოს თავკაცი ეიფორიაში არ არის 

 

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის შეხვედრაში მადრიდის ატლეტიკომ დერბიში მიიღო მონაწილეობა და რეალს დიდი ანგარიშით - 7:3 მოუგო. 


ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ როხიბლანკოს თავკაცმა დიეგო სიმეოენემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება ამ გუნდებს შორის არსებულ განსხვავებას რეალურად არ ასახავს. 


"ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. მთლიანობაში სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა, გამარჯვებით კი კმაყოფილები ვართ. ეიფორიაში არ ვარ, რეალობის შეგრძნებას არ ვკარგავ და ვიცი, რომ ეს ანგარიში გუნდებს შორის არსებულ განსხვავებას და მათ ნამდვილ ძალას არ გამოხატავს",-თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.


პირველ ოფიციალურ მატჩს ატლეტიკო 18, ხოლო რეალი 17 აგვისტოს ლა ლიგაში ჩაატარებენ. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.