ზიდანი: ეს არ უნდა მომხდარიყო

მადრიდის რეალის მწვრთნელმა ატელტიკოსთან მძიმე მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა 

 

ამხანაგურ დერბიში, ატლეტიკოსთან დიდი ანგარიშით - 3:7 მარცხის შემდეგ, რეალის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით ჩატარებული მატჩი შეაფასა. 


"მაღალი დონის მეტოქესთან მატჩში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და უკვე მერვე წუთზე 2 ბურთით ვაგებდით. ამ მარცხზე პასუხი არ გვაქვს. ყველა კომპონენტში ბევრი წუნი გვქონდა, განსაკუთრებით თამაშის ტემპში. მათ 7 გოლი გაგვიტანეს და ეს არ უნდა მომხდარიყო! 


ჩვენი ფეხბურთელები ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებენ. ისინი იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ ეს წინასასეზონო პერიოდია. ისინი თავის თამაშს გააუმჯობესებენ. 


მთავარი ამოცანა ახალი სეზონისთვის საფუძვლიანად მომზადებაა. გვინდა 17 აგვისტოს ძლიერ ფორმაში ვიყოთ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ახალი სეზონისთვის არაერთი მოტივაცია გვაქვს",-თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.


ბლანკოსები ლა ლიგაში პირველ მატჩს 17 აგვისტოს, სელტასთან სტუმრად ჩაატარებენ.