ისნერი პირველობას არავის უთმობს

ამ მხრივ, ისნერი  ჩოგბურთის ისტორიაში მეოთხე ადგილზე დასკუპდა.

ჯონ ისნერი კვლავ საუკეთესოა. ნუ დაიბნევით, რეიტინგის პირველ ნომრობას არ ვგულისხმობთ, იმ ტახტზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია მოკალათებული.

 

ამერიკელი მეჩოგნე ზედიზედ მეოთხედ გახდა სეზონის საუკეთესო მომწოდებელი, ისე კი ეს კარიერაში მეექვსედ შეძლო. ისნერმა 2018 წელს, 1213  ეისი მოაწოდა და მასთან  ვერავინ მიუახლოვდა. მეორე ადგილზე გასულმა  კევინ ანდერსონმა, ისნერზე 131-ით ნაკლები ეისის მოწოდება შეძლო.

 

შეგახსენებთ, რომ ჯონ ისნერმა, ჰიუსტონის ტურნირზე მეათიათასე ეისი მოაწოდა და ამ მხრივ ჩოგბურთის ისტორიაში მეოთხე ადგილზე დასკუპდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.