კლაიბერნმა ამერიკას თავი შეახსენა

ცსკა-ს ლიდერმა ნაკრები გაიხსენა 

მოსკოვის ცსკა-ს ლიდერი ვილ კლაიბერნი აშშ-ს ეროვნულ გუნდს ჩინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ თავს სთავაზობს. ამის შესახებ თავად კალათბურთელმა Twitter-ში დაწერა და ერთერთ კანდიდატად ეროვნულ ნაკრებს უნიქსის დამცველი ერიკ მაკკალუმიც შესთავაზა. 


"თუ აშშ-ს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფი კალათბურთელი სჭირდება, მე თავისუფალი ვარ, ერიკ მაკკალუმიც მზადაა,"-დაწერა კლაიბერნმა


ამერიკის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე NBA-ს რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ უარი თქვა. 

კლაიბერნი წინა სეზონში ევროლიგის ოთხთა ფინალის MVP გახდა.


29 წლის კალათბურთელმა არმიელებში ბოლო ორი სეზონი გაატარა. ევროლიგის წინა გათამაშებაში მან საშუალოდ 26 წუთი ითამაშა და 13.6 ქულა, 6.8 მოხსნა და 1.5 პასი მოაგროვა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.