"ბენიტესისთვის ფული ყოველთვის პირველ ადგილზე იყო, კლუბი ბოლოზე" 

რატომ წავიდა ესპანელი ნიუკასლიდან

 

ნიუკასლის პრეზიდენტმა მაიკლ ეშლიმ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის შესახებ ისაუბრა. კაჭკაჭების მმართველის აზრით, ესპანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი არასასურველი ხელფასის გამო არ გააფორმა. 


"ბენიტესისთვის ფული ყოველთვის პირველ ადგილზე იყო, კლუბი კი ბოლოზე. მან ყველაზე მარტივი არჩევანი გააკეთა - აიღო ბევრი ფული და წავიდა ჩინეთში. ის მადრიდის რეალში რომ დაბრუნებულიყო ან პრემიერლიგის დიდი ექვსეულის რომელიმე კლუბში დასაქმებულიყო, ადვილად გავუგებდი, თუმცა მან სხვა გზა აირჩია. ბენიტესისთვის ფული ყველაფერია. მან ხელფასის 50%-ით გაზრდა მოითხოვა, რაზეც ჩვენგან უარი მიიღო",-თქვა მაიკ ეშლიმ


ბენიტესმა, რომელმაც ნიუკასლი პრემიერლიგაში დააბრუნა, დალიან იფანთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი ყოველწლიური ანაზღაურება 13.4 მილიონ ევროს შეადგენს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.