ფრანც ბეკენბაუერი შეუძლოდაა: გული, თვალი, აზროვნება, მახსოვრობა

ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობა გაუარესდა. ამის შესახებ გერმანული Spiegel-ი წერს. 73 წლის კაიზერ ფრანცს პრობლემები აქვს მახსოვრობის და აზროვნების მხრივ. 

სამედიცინო დასკვნაში ასე დაწერეს და ბეკენბაუერის ადვოკატებმა პროკურატურას წარუდგინეს.    

 

დიახ, 2016 წელს შვეიცარიის ფედერალურმა პროკუტარურამ საქმე აღძრა ბეკენბაუერისა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის რამდენიმე ჩინოვნიკის მიმართ. ბრალდებები: ფულის გამოძალვა და სხვადასხვა მაქინაციები, რითაც გერმანიამ 2006 წელს მუნდიალის მასპინძლობის უფლება მიიღო.   

 

2016 და 2017 წლებში კაიზერ ფრანცმა გულის ოპერაცია გაიკეთა. ამას გარდა, თავად განაცხადა, რომ მარჯვენა თვალით ფაქტიურად ვერ ხედავს. ექიმებმა სასამართლო პროცესზე დასწრება აუკრძალეს – ნერვიულობა არ შეიძლებაო.

 

მსოფლიოს ჩემპიონი როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელიც... ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო მცველი და გავლენიანი ფიგურაც. ბეკენბაუერს ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბურთი – 1972 და 1976 წლებში.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.