რიბერი ინგლისში?

გამოცდილ შემტევს ბრიტანული გრანდი იწვევს

ფრენკ რიბერის ბაიერნთან კონტრაქტი ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია. ფრანგს რამდენიმე გუნდი ეპატიჟება, თუმცა ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

 

ბოლო ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელის დამატება ლივერპულს და პირადად იურგენ კლოპს სურთ. ცნობილია, რომ გერმანელი ძალიანაა რიბერით დაინტერესებული და იმ შემთხვევაში თუ მერსისაიდელებს რომელიმე შემტევი დატოვებს, ენფილდელები სწორედ ბაიერნის ყოფილ ნახევარმცველს გაიფორმებენ.

 

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, მას კიდევ 2 წელი სურს მაღალ დონეზე თამაში. გამოცდილმა შუახაზელმა ბოლო სეზონში ბაიერნის მაისურით 38 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.